2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ბილფილდის უნივერსიტეტის სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ საერთო სასწავლო კურსში სახელწოდებით „ კოგნიტური ქცევითი თერაპია“. კურსს ახორციელებს გერმანელი პროფესორი დაიანა იოსთი.
სამი თვის განმავლობაში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრები ZOOM და MOODLE პლატფორმების გამოყენებით. სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს
278682624_5188555947857672_8940671069446690080_n (1).png 278864233_5188556491190951_5138677657299671252_n (1).png