2022 წლის 19-20 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებული კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ორგანიზებით ჩატარებულ ინტერაქტიულ ტრენინგში, რომელიც გაიმართა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის საგრანტო ოფისების კოორდინატორებისთვის.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. ტრენინგი აქტიური დისკურსის რეჟიმში მიმდინარეობდა. განხილულ იქნა „ჰორიზონტი ევროპის“ ჩარჩო პროგრამაში არსებული დაფინანსებების სქემები. აღნიშნულ შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი აქტივობები, რომელიც განხორციელდება მეცნიერების მენეჯმენტის სკოლისა და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის მიერ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებთან ერთად.

მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში. სკოლა უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინირებულ ურთიერთობას ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და არსებულ პროგრამულ აქტივობებს შორის, ხელს უწყობს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მათი პროექტები თუ საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართულობა იყოს კონკურენტუნარიანი და წარმატებული.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა და ევროკავშირის „ტვინინგის“ (TWINNING) პროგრამის რეზიდენტმა მრჩეველმა ინეს გავარანიმ.

„ჰორიზონტი ევროპა“ Facebook ლინკი

https://www.facebook.com/HorizonEuropeGeorgia

მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის Facebook ლინკი https://www.facebook.com/researchmanagementschool         

            278851662_5191610424218891_102759447138627267_n.jpg 278795457_5191609600885640_7046656736334859740_n.jpg