2022 წლის 8 -12 მაისს erasmus + საერთაშორისო პროექტის E – PSY (ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა შედგა რუმინეთში, ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო ტრანსილვანიის უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი სერვისები და აქტივობები. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეებს გააცნეს კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობა, ისაუბრეს ცენტრის აქტივობებისა და კვლევების შესახებ. ასევე მონაწილეებს გაუზიარეს ფსიქოლოგიური ტესტები და შეფასების ინსტრუმენტები.