შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტში  სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარისა და სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი შედგა.  ვიზიტის ინიციატორები გახლდათ ზსსუ-სა და საჯარო სკოლების საერთო პერსონალი-ქიმიის დოქტორები ენვერ არველაძე და მარინე ქვარაია. ვიზიტი გახლდათ როგორც გაცნობითი ხასიათის, ასევე მიზნად ისახავდა კონკრეტული საგანმანმანათლებლო და შემეცნებითი უნარების გაძლიერებას, მასტერკლასებში მონაწილეობას. საწყის ეტაპზე   საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში არსებულ ქიმია-ფარმაციის ლაბორატორიაში ჩატარდა შემეცნებითი და სახალისო ტიპის  მასტერკლასები  ქიმიური ექსპერიმენტების სახით, რომელთა  ნაწილი ეხებოდა ნივთიერებათა იდენტიფიკაციას,  საინტერესო ფერად რეაქციებს  და  სახალისო ცდებს.    ექსპერიმენტების  ჩატარებაში პროფესორებთან ერთად უშუალო მონაწილეობას  ღებულობდნენ მოსწავლეები,  გზადაგზა სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს  და  ღებულობდნენ ამომწურავ პასუხებს.      ამის შემდგომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ზუგდიდის ბაზაზე არსებული ყველა საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები, შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის  სხვადასხვა მხარდამჭერი ცენტრების/სერვისების  (ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი, უცხო ენების ცენტრი, კარიერის მართვის ცენტრი და ა.შ.) არსებობაზე.  ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებმა გამოთქვეს დიდი კმაყოფილება ჩატარებულ აქტივობებთან დაკავშირებით და ასევე  სურვილი- ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.