შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და პოლონეთის ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. Erasmus+ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების შემდგომი თანამშრომლობა გაგრძელდება კვლევის, განათლებისა და კულტურის სფეროში, რომელშიც ჩაერთვებიან ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. იგეგმება გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, ვორქშოფებისა და ზაფხულის სკოლების ჩატარება.