2022 წლის 6 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ,,სამართლის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით მასტერკლასების ჩატარება. მართლმსაჯულების სახლი ასევე მხარს დაუჭერს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალი კვალიფიციური იურისტების მომზადებას, საზაფხულო სკოლის, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
,,მართლმსაჯულების სახლის“ მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეკა ბესელიამ, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან, რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ.