შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარქსი, რომელიც პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს  თეონა ხუფენიას.

სასწავლო უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ განათლების მიმართულების ექსპერტი  მანანა რატიანი, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების აკადემიურ პერსონალს შეხვდა  განათლების თანამედროვე საკითხების მასწავლებლის მომზადების პროგრამების სილაბუსებში ინტეგრირების საკითხებთან დაკავშირებით

სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით პროგრამის წარმომადგენელი გიორგი ჟვანია  ბიზნესლიდერებს  შეხვდა. ბიზნესლიდერებმა ისაუბრეს განათლების დაწყებით საფეხურზე ბავშვებში პრობლემების გადაჭრის  უნარებისა და  კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებლობაზე. პროექტის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს აქტივობას „იდეატორთა კლუბი“, რომელიც 5 შერჩეულ საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა  და მონაწილეობენ განათლების მიმართულების სტუდენტები , ტრენერები, მასწავლებლები და საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლიდან ხორციელდება და მასში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 251 საჯარო სკოლა და დაწყებითი საფეხურის 1004 ლიდერი მასწავლებელი, მათ შორის აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარს მიღმა მდებარე გალის რაიონის ოტობაიისა და ნაბაკევის საჯარო სკოლების ლიდერი მასწავლებლები.

        285722842_386514470176522_7195584510225955144_n.jpg 285505646_1058699458097983_9160947725101535942_n.jpg

        286571626_337343618543848_7362042520848374326_n.jpg 285398401_759813608365966_5303314402820414331_n.jpg

        285741586_729959278347277_5241252534961960114_n.jpg 285508317_1280087259185159_9109931185744346973_n.jpg