26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, IFES-ის კონკურსზე, რომელიც სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) პარტნიორობით ჩატარდა, სტუდენტურმა ჯგუფებმა წარმოადგინეს 2021-2022 აკადემიურ წელს შემუშავებული და განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის 14 საუკეთესო პროექტი. 14 წარმოდგენილი სტუდენტური პროექტიდან მოწვეულმა ჟიურიმ დაასახელა 6 საუკეთესო პროექტი. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი იყო "ტრეფიკინგის აღქმა დე-ფაქტო საზღვრის პირას მცხოვრებ ახალგაზრდებში ", რომელიც განახორციელეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: კესო შონიამ, თედო ბიგვავამ და ნინო მინჯიამ. კონკურსის გამარჯვებულებს და მის ყველა მონაწილეს IFES-მა გადასცა სერტიფიკატები, მადლობის სიგელი და პრიზები.