ოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა როგორც ევროკავშირის ERASMUS+ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ მონაწილე უნივერსიტეტმა პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია გახსნეს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა და პროექტის კოორდინატორმა დავით გეგეჭკორმა.

თავის გამოსვლაში სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე. რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო- კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აქცენტები გააკეთა მუნიციპალიტეტის განვითარებაში უნივერსიტეტის დანიშნულებაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივოვები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილელება პროექტის დახურვის ღონისძიების შესახებ.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. კონფერენციაზე 10 რეგიონულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სამართლის საერთაშორისო ჟურნალის- სამართლის აქტუალური საკითხები“ ერთობლივად გამოცემის თაობაზე.

პროექტის ინიციატორია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით.

           289290463_155259263687939_736583233323470758_n.jpg 289296720_155259187021280_4595890960462278089_n.jpg

          289334752_155271790353353_8801760978578331831_n.jpg 289355351_155259163687949_8860877079064134333_n.jpg

          289413056_155259800354552_3585632880228171648_n.jpg 289287088_155259160354616_880601253324487063_n.jpg