ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონულ ახალგაზრდული ფორუმი გამართეს.
ფორუმის მიზანი რეგიონში ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციაა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.
ფორუმს ახალგაზრდებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების, ახალგაზრდული სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

         289215400_155411753672690_807388304558816260_n.jpg  289252169_155412067005992_3606599588223794718_n.jpg

         289005605_155412137005985_3736516089631583239_n.jpg 289277331_155411867006012_4665053653181430690_n.jpg

         289036572_155411937006005_1531798093761525336_n.jpg 289508763_155411780339354_5079119190079156072_n.jpg