დუალური საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ამ ეტაპზე დაკალმების პროცესში იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოებში.
სტუდენტებს ინსტრუქტორობას უწევს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,, დეკორატიული მებაღეობის“/დუალური/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია.