უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ-შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  აქტიურადაა ჩართული მასწავლებელთა/აღმზრდელთა/აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროცესში.  უნივერსიტეტი აგრძელებს აქტივობებს  პროექტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“  ფარგლებში. პროექტის მიზანია უნივერსიტეტისა და ბავშვის უფლებათა ცენტრის  ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის გაძლიერება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ადვოკატირების გაწევა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში.

პროექტი ხორციელდება UNICEF -ის მხარდაჭერით და ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით. პროექტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მასწავლებლის სახლი), 15 საჯარო სკოლა სამეგრელოს რეგიონში.

პროექტის უშუალო ბენეფიციარები არიან 45 წამყვანი ფასილიტატორი - 15 პარტნიორი სკოლიდან შერჩეული და დატრენინგებული სკოლის მასწავლებლები (3 მასწავლებელი თითო სკოლიდან), (რომლებიც გადიან ტრენინგებს სწავლების უნივერსალური დიზაინში; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში; უსაფრთხო სკოლაში; პოზიტიურ მშობლობაში,, წიგნიერებაში,  კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიებში, რაოდენობრივ წიგნიერებასა და  CK-12 პლატფორმასთან დაკავშირებით) და 63 აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი და სპეციალური მასწავლებელი სკოლამდელი დაწესებულებებიდან (5-დან 10-მდე), რომლებიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადიან  სიღრმისეულ ტრენინგს ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესაძლებლობები ინკლუზიური განათლების მიმართულებით; ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ინტეგრირებული იქნება მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საგნობრივ სილაბუსებსა და სამაგისტრო პროგრამებში უნივერსიტეტის გადამზადებული აკადემიური პერსონალის მიერ; უზრუნველყოფილი იქნება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სკოლის მასწავლებელთა შორის, პროექტის ერთ-ერთ სამიზნე სკოლაში სატრენინგო და საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების გზით, სადაც ხელმისაწვდომი იქნება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავებული სხვადასხვა სატრენინგო მასალა და რესურსები.

          309212285_409797014630157_1431382385483651356_n.jpg 308347141_450635380378651_1479312303841796935_n.jpg

          307918303_378088647727099_2232594095266643571_n.jpg 306907865_624582689166701_1404633564578659665_n.jpg

            308027798_5262536180535344_2686556497720206225_n.jpg 308091167_1200419703839335_5989944284092662244_n.jpg

            308668963_527605932460862_8497055440225161288_n.jpg  308268813_464340735715079_8876538444891091411_n.jpg