უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ,,ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო“ პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის  24 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს ,,ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო“ პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად                                                

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:                                              

1. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ასოცირებული პროფესორი  (ფარმაციის დოქტორი)) - 2 საშტატო ერთეული;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.   

 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა).

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2022 წლის  25 ნოემბრიდან 2022 წლის  5 დეკემბრის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 9 დეკემბერს (საბუთების განხილვა), 2022 წლის 12 დეკემბერს (გასაუბრება).