შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ საერთაშორისო პროექტში E-PSY (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ჩართული პირების მიერ მოხდა სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა, რადგან 10-13 ოქტომბერს გამართული “ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი კვირეულის” ფარგლებში გამოიკვეთა სტუდენტთა მხრიდან ინტერესი აღნიშნული პრობლემის მიმართ.

312499298_470182391759811_6240685767169840301_n.jpg 312907866_470182371759813_8389674788102975252_n.jpg