შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში, მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და მენტალური ჯანმრთელობის კვირეული სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა:

10 ოქტომბერს, ფსიქოლოგ ნინო ჯანაშიასთან გაიმართა საჯარო ლექცია „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქო-ეკოლოგიის ინსტრუმენტები“. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მენტალური ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებული მითები და ფაქტები, სტიგმა-დისკრიმინაციის პრობლემა, პრაქტიკული რჩევები მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.

მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა თემატური საინფორმაციო მასალები გაავრცელეს თანატოლთა შორის.

კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა თემატური ვებინარი პედაგოგიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. ვებინარზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვების ემოციური კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, ნაჩვენები იქნა სოციალური რგოლი „გზავნილები“, სადაც მოზარდები გარდატეხის ასაკის სირთულეებსა და სირთულეების დასაძლევად მათთვის მნიშვნელოვან ფაქტორებზე ყვებიან; დასასრულს, ვებინარის მონაწილეებმა, თემატური ქვიზის დახმარებით გადაამოწმეს საკუთარი ცოდნა მენტალურ ჯანრმთელობაზე.

კვირეულის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, პროექტის გუნდის მიერ უზრუნველყოფილ იქნა სტუდენტების მონაწილეობა ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ ორგანიზებულ ონლაინ პანელურ დისკუსიაში, რომელიც მიმართული იყო ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებისკენ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და პირდაპირ ეთერში მიეღოთ პასუხები სფეროს ექსპერტებისგან.

313403505_473944314716952_1121443440711116362_n.jpg 313356809_473944284716955_2533158002103608274_n_0.jpg

    312522799_473944301383620_8949587113140731936_n (1).jpg 313425975_473944188050298_5484128295331615058_n (1).jpg

   313432993_473944081383642_5134266905787995775_n.jpg 313412551_473944084716975_7985039653106215655_n.jpg

  313437277_473944061383644_1639638933486983442_n.jpg 313437499_473944051383645_2616113287576596960_n.jpg

  313873491_473944201383630_420135393046310751_n.jpg 313939193_473944214716962_9133730847234143812_n_0.jpg