შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა დაიწყო ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული თანამშრომლობის აქტივობების განხორციელება, უნივერსიტეტის მისიისა და შრომის ბაზრის დაკვეთის, ინტერნაციონალიზაციის მიზნების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესიული განათლების ფრანგ ექსპერტთა ჯგუფს. შემდეგ ეტაპზე კი, საფრანგეთში ვიზიტისას, შეხვედრა შედგა ფრედერიკ შაბოშესთან – ნოვა აკვიტანიას Campus Foret Bois-ს პროფესიული კოლეჯის დირექტორთან, ჰელენ ლოპესთან - საერთაშორისო ორგანიზაცია Interco-Nouvelle Aquitaine-ს პროგრამის მენეჯერთან, სტეფან ბადეტთან - ვაზისა და ღვინის ექსპერტ, ბორდოს ღვინის კოლეჯის (Lycée viticole Bordeaux - Gironde) ეკონომიკისა და მარკეტინგის პროფესორთან. საფრანგეთში პროფესიული განათლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება. პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა კამილ გოდარისა (Lycée Camille Godard) და მაჟანდის კოლეჯებთან (Lycée Magendie) და ხის დამუშავების, მებაღეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით გაცვლითი პროფესიული პროგრამების განხორციელება.მნიშვნელოვანი იყო ინოვაციების ფესტივალზე (Festival Toulouse Innovante et Durable) და ხელობათა ოლიმპიადაზე (Olympiades des métiers) პროფესიული პროგრამების დათვალიერება სადაც გამოკვეთილი იყო განათლების, ბიზნესისა და ინოვაციების ერთობლივი ხედვა და ზრუნვა პროფესიული მიმართულების როლზე ქვეყნის განვითარებაში.

        313417411_476753794436004_8604507612408530628_n.jpg 314348968_476754261102624_1912518119701066573_n.jpg

        313438346_476754007769316_4083982764847174091_n.jpg 313438707_476753761102674_6447626801086549670_n.jpg

        314530667_476753811102669_5940320215089877240_n.jpg 313406861_476754561102594_8612717829721294049_n.jpg

        313439850_476753491102701_5130053273261059635_n.jpg 314652036_476754297769287_5260636251825172053_n.jpg