შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2022 წლის 8 ნოემბერს ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო. სტუდენტებს ცხოვრების გზაზე წარმატებული ნაბიჯის გადადგმა მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ, პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსმა მანანა სამუშიამ და პროფესიული პროგრამების განყოფილების უფროსმა მანანა ჭანტურიამ. სტუდენტებს ასევე შეხვდნენ პროფესიული საგანმანანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაცია. მათ სტუდენტებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება , გააცნეს უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები, შეფასების ფორმები და მეთოდები, უფლებები, მოვალეობები, სტუდენტური ცხოვრება და შინაგანაწესი. სტუდენტებს ყველა სიტყვით გამომსვლელმა უსურვა შემდეგი და უამრავი წარმატებული წელი მათ ცხოვრებაში.

          311867736_1201785360687352_1784402904662547098_n.jpg  312124413_1274271229808817_2597443097344557912_n.jpg

          314483212_485037886934362_7538343131179408416_n.jpg  313016105_2911566669145533_3094524323158113817_n.jpg

           312356368_655707572721033_8375167490270603489_n.jpg 314064854_876764613322695_4016341813843927641_n.jpg