გერმანიის ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი გაეცნო უნივერსიტეტის პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კურიკულუმებში არჩევით კურსად ინტეგრირებულია გერმანული ენის მოდული. ასევე გაეცნო გერმანიის უნივერსიტეტებთან განხორციელებულ გასულ და მიმდინარე პროექტებს, როგორიცაა ზამთრის და ზაფხულის სკოლები, გერმანელი პროფესორების ჩართულობით, ბილეფელდის უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტი „ფსიქოთერაპიის შესავალი კურსი“, რომელიც უკვე რიგით მეხუთე ნაკადს იღებს.
შეხვედრა ასევე შეეხებოდა ევროკავშირთან თანამშრომლობის პერპექტივებს, განსაკუთრებით კი სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მეტ მოზიდვას, როგორც უმაღლეს ისე პროფესიულ მიმართულებაში.