მიმდინარე წლის 18 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა კონკურსზე „აგრისთორი“ წარმოადგინეს სტუდენტური ნამუშევარი - მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კაკლოვანი კულტურები“.

კონკურსი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა.კონკურსში სულ 7 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. კონკურსს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაჟურნალისტიკის რესურსცენტრთან(JRC) ერთად ახორციელებს.

მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტების მიერ მომზადებული შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში USAID-ის დახმარების შესახებ.

მოკლე ფილმების კონკურსის მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების წახალისება და მათი შესაძლებლობებისგაძლიერება აგროჟურნალისტიკის მიმართულებით. კონკურსში მონაწილე სტუდენტებს აგრისთორის პრიზები, სერთიფიკატები, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.