შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 16, 17, 18 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი - სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება. ტრენინგი პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა .სატრენინგო თემები სააგნეტოს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეირჩა: 1. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული განათლების მიზნები და კომპეტენციები. 2. კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა ჰოლისტური მიდგომების გამოყენებით. 3. სასწავლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება ჰოლისტური მიდგომების გამოყენებით, შებრუნებული საკლასო ოთახის კონცეფცია. 4. შეფასების მიმარტ არსებული მოთხოვნები, შეფასების პრინციპები, შეფასების პრინციპები, შეფასების ტიპები, სირთულეები, რომელიც ახლავს შეფასების პროცესს . 5. შეფასების ინსტრუმენტის შექმნა, მასსი ცვლილებების შეტანა/ცვლილებების ინიცირება, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი. ტრენინგს უძღვებოდა თბილისიდან მოწვეული ტრენერი გიული გურგენიძე. ტრენინგში მონაწილეობნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების პედაგოგები, საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემია“, შპს „ცხუმ-ეგრისი“, სსიპ კოლეჯი „ლაკადა“