უნივერსიტეტში მიმდინარე erasmus + საერთაშორისო პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში, საქართველოს ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის პროექტის მენეჯერებისა და ხარისხის კონტროლის გუნდის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა STEPs-ის წევრებთან შუალედური და ფინალური შეფასებისთვის.
სამუშაო პაკეტის “ხარისხის კონტროლის გეგმა” ფარგლებში, რობერტო რიგისა და მარტა ტიბურას მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია/ანალიზი განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში გაიხსნება ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი, სადაც სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად.