2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა -რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება და დასრულდება 08 თებერვლის 18.00 სთ-ზე.

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საბაკალავრო პროგრამები:

ბიზნესის ადმინისტრირება

სამართალი

ფარმაცია

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

საჯარო მმართველობა  (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

ქართული ფილოლოგია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

ისტორია  (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

ინგლისური ფილოლოგია  (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

სამაგისტრო პროგრამები:

მცირე ბიზნესის მართვა

ქართული ლიტერატურის ისტორია .

ყველა პროგრამა აკრედიტებულია.

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება   2022 წლის 30 იანვარს და დასრულდება  2022 წლის 08 თებერვალს 18:00 სთ-ზე.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა  ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ  უნდა გაიარონ რეგისტრაცია სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
  2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
  3. ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი),
  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
  5. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
  7. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
  8. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით (30 იანვრიდან) შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)

https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA მობილობის ვიდეოინსტრუქცია

ცნობისთვის დარეკეთ:      595 09 72 14;   591 32 42 42.