სტუდენტები 1 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და პრაქტიკებს გაივლიან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. შემდეგი ეტაპი კი ითვალისწინებს, ჩვენი სტუდენტების მობილობას კაუნასში და მათი გამოცდილების გაზიარებას.
კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან თანამშრომლობა ითვალისწინებს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. მიმდინარე მობილობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია.