უნივერსიტეტი 2023 წლის 8 მაისიდან ავხადებს კონკურსს კვალიფიციური პერსონალის პროფესიული ნიშნით არჩევის მიზნით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2023 წლის 8  მაისიდან  ავხადებს კონკურსს კვალიფიციური პერსონალის პროფესიული ნიშნით არჩევის მიზნით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

  1. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ასისტენტ- პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.

  1.  ისტორიის მიმართულება:                                                        

ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.

  1. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ასისტენტ- პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.

  1. ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ასისტენტ- პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.

  1. ვეტერინარიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა

ასისტენტ- პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.

  1. ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და  ,,სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

ასისტენტ- პროფესორი - 2  საშტატო ერთეული.

  1. სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ასისტენტ- პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.

პროფესიული ნიშნით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს კვალიფიციური პერსონალი (რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და სხვა)  4   წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.

პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს კვალიფიციური პერსონალი (რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და სხვა)  3 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

  პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სპეციალური მომზადების კუსებში,  სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

7. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

10. ორი ფოტოსურათი.

11. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური და სქესობრივი დანაშაულის  შესახებ).

კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2023  წლის 12 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2023  წლის 26 ივნისს (საბუთების განხილვა),  27 ივნისს (გასაუბრება).