ისტორია
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2007 წლის 13 ივლისს სამი სრულიად განსხვავებული მისიის მქონე სასწავლებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის, სსიპ ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმისა და სსიპ სენაკის აგრარულ–ეკონომიკური კოლეჯის - ბაზაზე.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს როგორც უმაღლესს, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმოადგენს რეგიონის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს.
უნივერსიტეტი განთავსებულია ორ იურიდიულ მისამართზე: ზუგდიდი - ჯანაშიას 14 და სენაკი - მშვიდობის 192.

