შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო წარმოადგენს ქვიშის საათს, დრო წარმავალია, რომელსაც მარადიულობად გადააქცევს სიბრძნე. სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო სამი ძირითადი ფერითაა წარმოდგენილი: თეთრი წითელი და ლურჯი.
- თეთრი ნათლის სიმბოლოა, ცოდნა ნათელია.
- წითელი ფერი ნათლის ხორცშესხმაა, განხორციელებული ნათელი – ახალგაზრდობა.
- ლურჯი ფერი კი სიბრძნის განსახიერებაა.
უნივერსიტეტის ლოგოს საქართველოს დროშა კრავს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მომავალი.
დრო, რომელსაც ცოდნის ძიებაში გაატარებთ ჩვენთან ერთად , გაზიარებთ სიბრძნეს საქართველოს მომავლისათვის.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის პროფესორი
ბ. მოსია