2012 წლის 15 ნოემბრიდან უნივერსიტეტში ხორცილედება Tempus-ის პროექტი CASEDE(სტუდენტური კარიერული სერვისების განვითარება საქართველოში). პროექტის კოორდინატორია ვილნიუსის უნივერსიტეტი,რომელიც სტუდენტებისთვის კარიერის განათლების  კურსის მქონე ქვეყნების ბუდაპეშტი, (კორვინუსის უნივერსიტეტი) და დიდიბრიტანეთი, (ესესის უნივერსიტეტი) გამოცდილებას ნერგავს 7 ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორისაა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტი.     

პროექტი მიზნად ისახავს  ხელიშეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კარიერის განათლების დანერგვას.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა კარიერის მართვის საპილოტე ტრენინგ კურსი. აღნიშნული კურსის ფარგლებში 60 სტუდენტმა გაიარა კარიერული განათლების  სასწავლო  პროგრამა,  რომლის  ფარგლებში  სტუდენტებს  საშუალება ჰქონდათ  განევითარებინათ  კარიერის  მართვის  ძირითადი  კომპეტენციები,  გაზრდილიყო მათი   საქმების  შესაძლებლობა  და  კარიერული წარმატება.

ტრენინგ-კურსის თემები იყო: საკუთარი თავის შეცნობა, კარიერული ხედვის ჩამოყალიბება, გადაწყვეტილების მიღება,კარიერის დაგეგმვა,კარიერული ცვლილებების მართვა,კარიერული შესაძლებლობების კვლევა და შესწავლა, კურსდამთავრებულთა დასაქმება და დამსაქმებელთა მოთხოვნები, სააპლიკაციო დოკუმენტების შედგენა და გასაუბრების ტექნიკა.  

აღნიშნული კურსის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მონაწილეთათვის რეგიონში წარმატებული კარიერული ისტორიების გაზიარება. უნივერსიტეტში მოწვეულ იქნენ TBC ბანკის თანამშრომლები,რომლებმაც სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, მოეწყო  დისკუსია, ასევე  ისინი  ეწვივნენ  რეგიონში დასაქმებულ ადამიანებს, წარადგინეს მათი კარიერული ისტორიის მოკლე ანგარიში და  ისინი დაუკავშირეს საკუთარ გეგმებს.