შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შემდუღებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები დასაქმდნენ კომპანიებში: ,,დაგი“ და  ,,პირამიდა“, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხის  მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,რუხი მოლის“,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ დარჩელში  თანამედროვე სტანდარტების (დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება) თხილის საშრობი ქარხნის,  ქობულეთში 3 სართულიანი სასტუმროს  მშენებლობებში.  

ამჟამად ამავე პროფილით აღნიშნული კურსდამთავრებულები მუშაობენ ქ. თბილისში დიდ დიღომში მუნიციპალური ავტობუსების ევროსტანდარტების ავტობაზის მშენებლობაზე.