უნივერსიტეტი აცხადებს პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების წევრთა არჩევნებს 2020 წლის 17 იანვრიდან

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების წევრთა არჩევნებს 2020 წლის 17 იანვრიდან

1.ზუგდიდის ბაზაზე - 7 (შვიდი) სტუდენტი.

2.სენაკის ბაზაზე - 5 (ხუთი) სტუდენტი.

პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანების წევრობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1) განცხადება კომისიის სახელზე.

2) ცნობა (სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი) .

3) მინიმუმ 10 მხარდამჭერის სია.

ზუგდიდის ბაზაზე საბუთები მიიღება 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ №14, მეორე სართული ,17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 11 თებერვალს.

სენაკის ბაზაზე საბუთები მიიღება 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: : ქ.სენაკი, მშვიდობის ქ N192, მეორე სართული, 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 12 თებერვალს.