ისტორია

მიმდინარეობს საიტის განახლება

        საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებით დაფუძნდა სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სამეგრელოს რეგიონში სამი სრულიად განსხვავებული მისიის მქონე სასწავლებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის, სსიპ ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმისა და სსიპ სენაკის აგრარულ–ეკონომიკური კოლეჯის - ბაზაზე.

       საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №122 დადგენილებით  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის  შოთა მესხიას  სახელი ეწოდა და დაფუძნდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი.

       საქართველოს მთავრობის 2009 წლის 09 ოქტომბრის №182  დადგენილებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ განისაზღვრა სასწავლო უნივერსიტეტი და შეეცვალა სახელი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

       საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №456 დადგენილებით  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად.

         საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №185 დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად.

            სასწავლო უნივერსიტეტი განთავსებულია ორ იურიდიულ მისამართზე: ზუგდიდსა (ჯანაშიას #14) და სენაკში (მშვიდობის  #192).

          სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობას წარმართავენ: მართვის ორგანოები, აკადემიური, ადმინისტრაციული,  მოწვეული, დამხმარე და სხვა პერსონალი. სასწავლო უნივერსიტეტში შექმნილია თანაბარი სასწავლო გარემო პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად. სასწავლო უნივერსიტეტში  3 სამაგისტრო, 8 საბაკალავრო, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების,  28 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 18 მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსი ხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამებს სასწავლო უნივერსიტეტში ახორციელებს: 40 აკადემიური პერსონალი, მათ შორის 24 -აფილირებული, 4 ადმინისტრაციული, 45- დამხმარე,  43 საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი/დარგის სპეცილისტი და 110 პროფესიული განათლების მასწავლებელი. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლებას იღებს 536 სტუდენტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 475 პროფესიული სტუდენტი, უწყვეტი განათლების პრინციპით მომზადება/გადამზადების კურსები გაიარა ექვსიათასზე მეტმა ბენეფიციარმა. სასწავლო უნივერსიტეტში დაინერგა/ხორციელდება მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ახალი მოდელი - დუალური განათლება (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება). შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო უნივერსიტეტის