მიმდინარეობს საიტის განახლება
20.06.2012 საჯარო ლექცია

20 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელმა მიხეილ ლაბაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ ლაზეთი ენობრივ – ფოლკლორულ – ისტორიული თვალსაზრისით“. ლექციის დასასრულს მოეწყო დოკუმენტური ფილმის „შურიმშინეს“ ჩვენება.

05.06.2012 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

5 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია . პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის სტუდენტებს  არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და უახლოეს ხუთ წელიწადში განსახორციელებელი პროექტები გააცნო; ისაუბრა იმ ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

29.05.2012 ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სტუმრად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

29 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სამღვდელოებასთან ერთად  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. მეუფე გერასიმეს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა თეონა ხუფენიამ სწავლების პროცესები გააცნო და მომავალ  გეგმებზე ესაუბრა.  სამღვდელოებამ დაათვალიერა უნივერსიტეტის ბაზა.

28.05.2012 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა

2012 წლის 28 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა .

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლება საუკეთესო ნაშრომების ავტორებმა მოიპოვეს. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ბიზნესის, ფარმაციის, ჰუმანიტარული და სამართლის მიმართულების აქტუალური თემები.

28.05.2012 ტრენინგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 28 მაისს დაიწყო თხილის ტრენინგის პროგრამა, რომელიც  შემუშავებულ  იქნა  აშშ საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მიერ.  ეს ტრენინგები  2012 წლის იანვარში დაიწყო და ყველა სესიაზე  ჩართული იყვნენ შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

18.05.2012 საინფორმაციო შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტში

   17 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

09.05.2012 ევროპის დღე

9 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლობამ ევროპის დღესთან დაკავშირებით პირველი საჯარო სკოლის ეზში საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

 

 

09.05.2012 „ქართული ლექსის საღამო“

4 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები გაიხსნა . სტუდენტებმა   უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში  ტრადიციულად „ქართული ლექსის საღამო.“ გამართეს.

 

06.04.2012 შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. ლექცია ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორმა, ზაზა გაბისონიამ წაიკითხა.საუბრის თემას წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორია, ნატოს ტრანსფორმაციის პროცესი და ახალი გამოწვევები.

07.03.2012 პრეზენტაცია ევროპის სადამკვირვებლო მისიის ოფისში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხემღძვანელი სრული პროფესორი ბელა მოსია 2012 წლის 7 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში ქართული განათლების სისტემისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა.

იხ. პრეზენტაცია

Pages