მიმდინარეობს საიტის განახლება
13.12.2011 შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

13 დეკემბერს  შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  გაეროს განვითარების პროგრამის /UNDP/  ფარგლებში  შედგა  შეხვედრა  შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს  საგანმანათლებლო  და საკონსულტაციო  ცენტრის, ფოთის პროფესიული კოლეჯის  ბაზაზე  არსებულ ბიზნეს-საგანმანათლებლო  და  საკონსულტაციო ცენტრისა  და ადამიანური უსაფრთხოებისა  და სოცია

08.12.2011 სემინარი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის

     8 დეკემბერს  შოთა  მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის  სტუდენტები  დათა აქუბარდია, ნიკა კუტალია, მარიამ ფარცვანია, იზა ჯღამაძე, თაკო ზუხბაია მონაწილეობდნენ თბილისში სასტუმრო   ამბასადორში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ სემინარში, რომელიც ეხებოდა   ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადვაოკა

01.12.2011 კონსტიტუციური ცვლილებები

1 დეკემბერს,  12:00 საათზე,  შოთა მესხიას სახელობის   ზუგდიდის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა    შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ  ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  საზოგადოების წარმონადგენლები .

22.11.2011 ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს ინიციატივით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ლექცია ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორმა, ზაზა გაბისონიამ წაუკითხა. ლექციის თემას წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ხელშელშეკრულების ორგანიზაციის ისტორია.

14.11.2011 სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტი სახელწოდებით „შვილობილი ბიზნესი“

      სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა პროექტი სახელწოდებით „შვილობილი ბიზნესი“.  750 პროექტიდან შეირჩა 20 საუკეთესო.  მათ შორის   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის პროექტი, რომლის წევრებიც არიან  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები : ირაკლი ჯიქია, ნინო თორდუა და ლანა ჯიქია.

12.11.2011 “პარლამენტის თავმჯდომარის“ ვირტუალური არჩევნები "Facebook“–ზე

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით 21 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით სოციალურ ქსელ "Facebook“–ზე  გაიმართა “პარლამენტის თავმჯდომარის“ ვირტუალური არჩევნები, სადაც 1500 –მდე  კანდიდატი  იყო დარეგისტრირებული.

10.11.2011 ტრენინგ–სემინარი სტუდენტებისათვის

     10 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგ– ლექცია თემაზე: გენდერული თანასწორობა. თემის ფარგლებში  განიხილეს  მე–13, 25–ე რეზოლუციები ქალთა რესურსების შესახებ.  ტრენინგი მოაწყო ასოციაციამ „სამეგრელო–მედეა“.

26.09.2011 „FLASH MOB შოუ“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები   ტელეკომპანია  „იმედის“  არხზე  24 სექტემბერს გადაცემა FLASH MOB შოუს“ გამარჯვებულები გახდნენ.   პირდაპირ ეთერში საქართველოს 4 უნივერსიტეტის გუნდი ერთმანეთს ფლეშმობის(თეატრალიზებული მოკლე დადგმა) დადგმაში ეჯიბრებოდა.

03.08.2011 აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნები სასწავლო უნივერსიტეტში

2011 წლის 2 აგვისტოს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების  წევრთა არჩევნები.არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და ფაკულტეტების საბჭოების წევრმა სტუდენტებმა.

აკადემიური საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ:

08.07.2011 იმიტირებული სასამართლო პროცესი

2011 წლის 7 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ქალბატონ ნატო აკობიას ინიციატივით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.

Pages