მიმდინარეობს საიტის განახლება
19.05.2022 ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპის კვირეული

16-20 მაისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების დონის ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში.

22.01.2022 თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა..

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას თურქეთში აკრედიტებული უცხოეთის ყველა მისიის მიმართ და აქვს პატივი, მიაწოდოს საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია, 2022 წლის თურქეთის სასტიპენდიო პროგრამასა და განაცხადის წარდგენის პროცესთან დაკავშირებით:

26.12.2021 უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და პროფესორ -  მასწავლებლები გილოცავთ დამდეგ შობა - ახალწელს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ  2022 წელს ,დასახული მიზნებისა და ამოცანების მაქსიმალურ განხორციელებას.

 

 

10.11.2021 პროფესორ ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „კაცობრიობის უძველესი ეპოსი“.

2021 წლის 11 ნოემბერს  14:00 საათზე Zoom-ის  პლატფორმის მეშვეობით ტარდება პროფესორ ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „კაცობრიობის უძველესი ეპოსი“. ზურაბ კიკნაძე არის ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე მთარგმნელი, ფილოლოგი,ფოლკლორისტი,ლიტერატორი.

10.10.2021 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა...

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნათლად განმარტავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმოადგენს ჯანმრთელობის განუყოფელ ნაწილს; არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე

20.09.2021 პროფესიული ტესტირების ან/და გასაუბრების შემდგომი პროცესების შესახებ!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა რომ თქვენ უკვე იცით თქვენს მიერ მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია , რომელსაც გვერდით მითითებული აქვს ჩანაწერი  ,,ზღვარი გადალახულია“ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე პროფესიული სტუდენტი ხართ.

თვალი მიადევნეთ ქვემოთ მოცემულ შემდგომ პროცედურებს!!!

07.09.2021 უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძვნდა ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი სამეგრელოში პირველია, მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს სამეგრელოში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

07.09.2021 სიახლე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში!!!

· შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მესამე მისიის ფარგლებში, რომელიც რეგიონის განვითარებაზე დაფუძნებულ მიმართულებებს გულისხმობს, ქმნის ღირებულებებზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს

06.09.2021 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივრესიტეტმა 2021 წლის 3 სექტემბერს მოიპოვა უფლება დამატებით განახორციელოს ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)“ პროფესიული მომზადების პროგრამა!!!

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ, სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები ტურიზმის სფეროში. პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა, კვირეული დატვირთვა 12 საათი, სულ 120 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება.

03.09.2021 უწყვეტი განათლება და ინტერნაციონალიზაცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის გაძლიერებისა და უნივერსიტეტში არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით ცენტრმა ინგლისურენოვანი მასწავლებელი მოიწვია, რომელიც ქართველ პედაგოგებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება უცხო ენის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში.

Pages