სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია!

მიმდინარეობს საიტის განახლება

მისიისა და სტრატეგიული გეგმის თანახმად, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის შრომის ბაზარს "სკოლამდელი განათლების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველ გამოშვებას-სკოლამდელი განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის კვალიფიკაციის კურსდამთავრებულებს შესთავაზებს.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში 2024 წლის 1 სექტემბრიდან დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ხარისხს.

აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ მიმდინარე წლის განაცხადში დარეგისტრირდნენ ამ პროგრამაზე.