26.12.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების განყოფილების სენაკის ბაზაზე, წინა საახალწლო კარნავალი მოეწყო
2015 წლის 26 დკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების განყოფილების სენაკის ბაზაზე, განყოფილების უფროსის მანანა ჭანტურიას ინიციატივით საახალწლო კარნავალი მოეწყო. ახალგაზრდებმა დამსწრეებს წარუდგინეს გასართობი პროგრამა და სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. კარნავალში ყველა სპეციალობის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რითაც ნამდვილად შექმნეს საახალწლო საზეიმო განწყობა. კარნავალში მონაწილეობა ზუგდიდის პროფესიული პროგრამების სტუდენტებმაც მიიღეს, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი ქართული ფოლკლორული ცეკვებით მიულოცეს კარნავალის მონაწილეებს. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს გაიჭრა სიმბოლური ტორტი.
