სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - რეგისტრაცია
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციას აპლიკანტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან www.naec.gov.ge და online.naec.ge
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ ენის შეცვლა.
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ელექტრონული ფოსტა;
-
მან უნდა გადაიხადოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს ,რომელიც მითითებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)
- „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურს (ოთახი 214, მე2 სართული) ტელ. 591324242

