საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს!
მიმდინარეობს საიტის განახლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს! რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

