01.07. 2016 ტრენინგი პროფესორ-მასწავლებელთათვის სამოქმედო კვლევის მეთოდებში
მიმდინარეობს საიტის განახლება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და ( World Vision ) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს ერთობლივ პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებისთვის ( SYNCS).
პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 - 2 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი პროფესორ - მასწავლებელთათვის სამოქმედო კვლევის მეთოდებში. ტრენინგს უძღვებოდნენ სიმონ ჯანაშია და გიორგი გახელაძე.
