შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს...
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამართლის მიმართულებაზე:
ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
სამართლის მიმართულება
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (სამართლის დოქტორი, კერძო სამართლის მიმართულებით).
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (სამართლის დოქტორი, საჯარო სამართლის მიმართულებით).
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (სამართლის დოქტორი, სისხლის სამართლის მიმართულებით).
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (სამართლის დოქტორი, კერძო სამართლის მიმართულებით).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 , 2016 წლის 17 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 1 სექტემბერს (საბუთების განხილვა), 5 სექტემბერს (გასაუბრება).

