საერთაშორისო კონფერენცია - "ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება"
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 25-26ოქტომბერსს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება". კონფერენცია ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS), ასოციაცია Georgia Proeuropa–სა და საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით. კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის ორგანიზატორები:
ნანა გუნცაძე (თსუ ასოცირებული პროფესორი, ფრანგული ფილოლოგია)
ოთარ ზურაბიშვილი (საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს დირექტორი)

