შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამართლის მიმართულებაზე:

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამართლის მიმართულებაზე:

ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

სამართლის მიმართულება

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (სამართლის დოქტორი, საჯარო სამართლის მიმართულებით).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  2. გასაუბრება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. სამოტივაციო წერილი;
  3. ავტობიოგრაფია;
  4. დილომისა და დიპლომის დანართის ასლები;
  5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები;
  7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან;
  8. ბოლო 5 წლის მანძილზე  წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  9. ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი;
  11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  12. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე – ქ.ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14, 2016 წლის 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 31 ოქტომბერს (საბუთების განხილვა), 3 ნოემბერს (გასაუბრება).