შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2016 წლის 24 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდები „მენეჯმენტის“, „ქართული ლიტერატურის ისტორიისა“ და „ისტორიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. გამოცდებში მონაწილეობას იღებდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს საერთო სამაგისტრო გამოცდები.