ტრენინგი ,,ჩვენ მზად ვართ!- განათლება უსაფრთხოებისათვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით’’ პროექტის ფარგლებში

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 15,16 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიოფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ჩვენ მზად ვართ!- განათლება უსაფრთხოებისათვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით’’პროექტის ფარგლებში გერმანულმა არსამთავრობო ორგანიზაციამ არბაითერ-სამარიტერ ბაუნდმა (ABS) ჩაატარა ტრენინგი, რაც ითვალისწინებს კატასტროფის რისკის შემცირების არჩევითი კურსის დანერგვას უნივერსიტეტში. ტრენინგს უძღვებოდა კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კორდინატორი თეონა ჯულუხაძე.