ზუგდიდში ეკო–კამპანია გრძელდება...
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ჰიპერმარკეტ "გორგიას" თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილთა დასახლების ეზო დაასუფთავეს.
აქცია მიზნად ისახავდა გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებას და ბუნების დაბინძურებისგან დაცვას. სტუდენტებმა გამოწვევა ტელეკომპანია „ოდიშისგან“ , ხოლო „გორგიამ“ არასამთავრობო ორგანიზაციისგან "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" მიიღო.
ეკო-კამპანიაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს სასწავლო ცენტრი GLC-ია, ესტაფეტა დღევანდელმა მონაწილეებმა ქალაქ ზუგდიდის მერიასა და ახალგაზრდულ საკრებულოს გადასცეს.

