ტრენინგი სამოქმედო კვლევის მეთოდებზე
მიმდინარეობს საიტის განახლება
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის - სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS) ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან მორიგი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ეხებოდა პრაქტიკულ კვლევის მეთოდებსა და მის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.
