ლექცია-სემინარი თემაზე ,,მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი და სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში“.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2016 წლის 28 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე ,,მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი და სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში“. ლექცია-სემინარი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Leading Edge Alliance-ის წევრი აუდიტორული კომპანია ,,ჯ.ბ. აუდიტი“-ის ინიციატივით ჩატარდა. სემინარს უძღვებოდა კომპანიის მმართველი პარტნიორი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საგადასახადო ექსპერტი, აუდიტორი ბესიკ ჯობავა.