მობილობის პროცესი 20 იანვარს დაიწყება...
განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 10 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 20 იანვრიდან 02 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
3.მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განხადებების რეგისტრაციისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა 20 იანვრიდან 13 თებერვლის ჩათვლით.
4.მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა -2017 წლის 07 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
4. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
6. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
7. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2017 წლის 20 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურში (მე-2 სართული, აუდ. №214 ).
მობილობის მსურველის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად იმ შემთხვევაში, თუ იგი გადაიხდის მობილობის საფასურს 40 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-707637499 (სხვა არაკლასიფიცირებული არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების საფასური)
თანხის გადახდის შემდეგ, სტუდენტთა რეგისტრაციის ამოწურვამდე, ელექტრონული პორტალი მობილობის მსურველს კვლავ აძლევს საშუალებას, შეცვალოს განაცხადი - თავის არჩევანს დაამატოს ან ამოიღოს საგანმანათლებლო პროგრამები, შეცვალოს არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა ან გააუქმოს განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 591324242

