პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მთავარ სტრატეგიად 2016 -2017 სასწავლო წელს აკადემიურთან ერთად, კვლავ რჩება პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება.უნივერსიტეტში წარმატებულად ხორციელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის კომპეტენციების განვითარებას, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის; უნივერსიტეტი იძლევა შესაძლებლობას მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლისათვის პროფესიული და პიროვნული განვითარების სრული და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას მათი მომზადება, დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალკონტინგენტიანი პროფესიული განათლების პროგრამების მქონე დაწესებულებების სიას. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს.
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 996;
2. საზოგადოებრივი კოლეჯი ”ახალი ტალღა”- 978;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 846;
- პროფესიული კოლეჯი იკაროსი – 699;
- საზოგადოებრივი კოლეჯი ”აისი” – 664;
- საზოგადოებრივი კოლეჯი ”იბერია”-622;
- საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა” -602 (კერძო).
- საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“-577;
- საზოგადოებრივი კოლეჯი ”მერმისი” – 555;
10. საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი-523.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 450
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 349;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 295;
- ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (კერძო) -227;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 218;
- თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 196;
- სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 191;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -112;
- ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი (კერძო) – 90;
- შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (კერძო) – 78;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 36;
- თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 25;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 21.

