სიახლე!...

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ამოქმედდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებით და სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური აკადადემიური პერსონალი  (ანა ფირცხალაშვილი (LL.M. Humboldt university) სამართლის დოქტორი (University of Potsdam), გიორგი ვაშაკიძე  (LL.MUniversity of Hamburg), სამართლის დოქტორი (University of Hamburg) , ბაჩანა ჯიშკარიანი (LL.MLMU Munich) სამართლის დოქტორი (LMU Munich), თამარ ლალიაშვილი სამართლის დოქტორი (University of Bremen), დევი ხვედელინი სამართლის დოქტორი  საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი,  საქართველოში წამყვანი პრაქტიკოსი იურისტებითა და სამართლის ექპერტებით.

ახალი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოსა და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პორტოს უნივერსიტეტთან, სამთავრობო, არასამთავრობო სტრუქტურებთან- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, კერძო საადვოკატო კომპანიებთან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოსთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან.

მაღალ ხარისხზე ორიენტირებული სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტებისთვის სრულად  ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ინფრა­სტრუქ­ტურა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი:

· სათანადო ინვენტარით აღჭურ­ვილი სასწავლო აუდიტო­რი­ები და საკონფერენციო დარბაზი;

·კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ბიბ­­­­ლი­ო­­თეკა;

·კომ­პიუ­­ტე­რუ­ლი კლა­სე­ბი, ინ­ტერნეტში და შიდა ქსელში ჩარ­თუ­ლი კომპიუტერული ტექნიკა და სწავლის/სწავლების პროცე­სის ადეკ­ვა­ტური კომპი­უტე­რუ­ლი პროგ­რა­მები;

.იმიტირებული სასამართლო დარბაზი;

.კრიმინალისტიკის ლაბორატორია ;

პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი უახლესი სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს სრულად უზრუნველყოფს სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული შესაბამისი ბეჭდური და ელექტრო­ნუ­ლი სახელმძღვანელოებით, სასწავლო-მეთოდური და სა­მეცნიერო ლიტერატურით, აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მონაცემ­თა ბაზით და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავ­სებული ელექტრონული კატალოგით.

პროგრამა და სასწავლო პროცესი მთლიანად მიმართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამ გზით - კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებაზე.