უნივერსიტეტში სამართლის თეორიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის თეორიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის  პროექტი დაიწყო.პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე (სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებები) აკადემიურ და საზოგადოებრივ დისკუსიებს, შესაბამისი სოციალური ჯგუფების მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ჩატარდება ვორქშოფები როგორც ქართველი  (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის) პროფესორებისა და სტუდენტების, ისე უცხოელი პროფესორების მონაწილეობით. ვორქშოფებს დაესწრებიან და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პროექტის აქტივობების ფარგლებში განიხილება და დამუშავდება სამართლის და სოციალური თეორიის საკითხები, რომლებსაც ინტერდისციპლინარული ღირებულება გააჩნიათ და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია  როგორც სამართალმცოდნეობის და სოციალური თეორიის, ისე ისტორიოგრაფიის და კულტურის მეცნიერების სფეროების სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის. პროექტის ფარგლებში მომზადდება ორი ინტერდისციპლინური რიდერი ( კონსტიტუციური სამართალი; კერძო და სამოქალაქო სამართალი)  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო სილაბუსებისთვის. ამ რიდერების გამოყენება შეეძლებათ როგორც ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს.

პროექტის ხანგრძლივობაა 11 თვე- (2017 წლის 1 თებერვლი 2017 წლის 31 დეკემბერი).

პროექტში განსახილველი თემები, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სტუდენტების, ისე მეცნიერ- მკვლევარების როგორც აკადემიური, ისე საზოგადოებრივი განვითარებისთვის,. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და მათში წარმოებული დისკუსიები აამაღლებენ მოქალაქის საზოგადოებრივ ცნობიერებას, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი სისტემის წევრის უფლებებისა და მოვალეობის შესახებ, რაც იმის გარანტიაა, რომ შეიქმნება საჯარო სივრცე, სადაც ყველა სოციალური და საზოგადოებრივი ჯგუფი საკუთარი პოტენციალის განვითარების საშუალებას მიიღებს, რაც თავის მხრივ, სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების საფუძველია.